LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გელოდებათ საოცარი საახალწლო ჰიტი – ორი ნინი, ორი ბავშვობის მეგობარი, ერთი დიდი სიყვარული მუსიკის მიმართ“ – ნინი შერმადინი და ნინი წიკლაური პრემიერას აანონსებენ

175
Untitled design

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მომღერალ ნინი წიკლაურთან ერთად დუეტი ჩაწერა და მსმენელს საოცარ საახალწლო ჰიტს სთავაზობენ. 

ნინი შერმადინის განცხადებით, სიმღერის პრემიერა 24 დეკემბერს გაიმართება. 

„ზუსტად 3 წლის წინ მე და ნინიმ Tsiklauri Nini ჩავწერეთ ნინის საავტორო სიმღერა — „თოვლი მოდის“.

არანჟირება ეკუთვნის ბორიკო შხიანს, სიმღერა ჩაიწერა გოგიტა გოგიძის სტუდიაში, ხოლო ამ ულამაზეს ნამუშევარს უსაყვარლესი ანიმაცია გაუკეთა ლუკა კერატიშვილმა. Luka Keratishvili როგორც იქნა გამოცხვა ის რაც უნდა ყოფილიყო, ლოდინად ნამდვილად ღირდა! ❤️
გელოდებათ საოცარი საახალწლო ჰიტი — ორი ნინი, ორი ბავშვობის მეგობარი, ერთი დიდი სიყვარული მუსიკის მიმართ ❄️✨

სიმღერის პრემიერა 24 დეკემბერს გაიმართება.

მოუთმენლად ველით თქვენს შეფასებებს და იმედია, ეს სიმღერა შეგიყვარდებათ ისე, როგორც ჩვენ შეგვიყვარდა ❤️“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g