LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გელოდები დე და მჯერა, რომ მალე დამიდგება დღე, როცა ძალიან ძლიერ ჩაგეხუტები“ – ალექსანდრე მიქელაძის გაუჩინარებიდან 1 წელი გავიდა

244
ნათია დიაკვნიშვილი

ალექსანდრე მიქელაძის გაუჩინარებიდან 1 წელი გავიდა.

ალექსანდრე ბათუმში გაუჩინარდა და მას დღემდე ვერ მიაკვლიეს.

თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება ალექსანდრეს დედა ნათია დიაკვნიშვილი და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

„16 იანვარი…

დღე, რომელიც ძალიან, ძალიან, უსაშველოდ მტკივა, ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე, დედას სიამაყე და მონატრება…

მე გელოდები დეე და მჯერა, რომ მალე დამიდგება დღე, როცა ძალიან ძლიერ ჩაგეხუტები და ისევ ისე, ბევრს ვისაუბრებთ ყველაფერზე…

ჩემო სუნთქვა…ჩემო ძალა…ჩემო დიდო მონატრება…ჩემო სამყარო…ჩემო ყველა+ფერო… მესამყაროები, დეე!!!

უფალო, ვიცი ყველა ნაბიჯზე მფარველობ და იცავ ჩემს, ჩვენს ალექსანდრეს

დედა ღვთისაო, ვიცი, რომ შენი კალთა გაქვს გადაფარებული ჩემს, ჩვენს ალექსანდრეზე

გმადლობთ, რომ არ აკლებთ თქვენ მფარველობას და არასდროს ტოვებთ ალექსანდრეს, რთულ მომენტებში,“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.

პოსტი დაიწერა ასევე საფეხბურთო გუნდის პორტუსი ბათუმის მიერ, სადაც ალექსანდრე თამაშობდა.

„1 წელი გავიდა ჩვენი აღსაზრდელის, ალექსანდრე მიქელაძის გაუჩინარებიდან.

დრო გადის, მაგრამ მოლოდინი არ ქრება.

ჩვენ ველოდებით

ველოდებით დიდი სიყვარულით, იმედით და რწმენით

ალექსანდრე, შენ ჩვენს გულებში ხარ,“ – წერს გუნდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g