LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გემოვნებიანი მუსიკა, ღვინის დეგუსტაცია და განსაკუთრებული სტუმარი ლისა სიმონი – გიორგი კერესელიძე Jazz and Wine Kakheti-ის ამბებით ,,არტ-Fm”-ში

13
IMG-0518

გადაცემის ლაივი LIVE

3 ოქტომბერს, კახეთში, „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულში“, რიგით მეოთხე ფესტივალი – Jazz and Wine Kakheti გაიმართება.  კომპანია „ისთერნ ფრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესელიძემ გადაცემაში ,,არტ-Fm” ფესტივალზე და მის განსაკუთრებულ სტუმარზე ისაუბრა.


გიორგი კერესელიძე:

ფესტივალი Jazz and Wine Kakheti საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება, წინანდლის მამული კი მეორეჯერ გვმასპინძლობს, კერძოდ კი ცნობილი ამფითეატრი, სადაც ბევრი საოცარი კონცერტი იმართება. შარშან გვყავდა ბევრი სტუმარი, ფესტივალმა გამოიწვია დიდი ინტერესი, წელს კი მაქსიმალურად უნდა მოვერგოთ პანდემიას. გვყავს ბევრი შემსრულებელი, აქცენტი კეთდება ყოველთვის ქართველ შემსრულებელზე. ფესტივალი დაიწყება 2 საათზე,  ტრადიციულად ღვინის დაგემოვნებით, სადაც წარმოდგენილი იქნება 20-მდე წვრილი და საშუალო კომპანია.  ვცდილობთ  უნიკალური ღვინოების მწარმოებელ პატარა მეწარმეებს ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი იქნება მუსიკის თანხლებით, რომელიც ღვინოს ძალიან უხდება.

ფესტივალს გახსნის ახალგაზრდა შემსრულებელი  რუსა მანველი, შემდეგი იქნება  დავით მაზანაშვილი ტრიოსთან ერთად. საღამოს ნაწილში კი გვეყოლება ბექა გოჩიაშვილის ტრიო და  მსახიობი, კომპოზიტორი და მომღერალი, ლისა სიმონი, ლეგენდარული შემსრულებლის, ნინა სიმონის ერთადერთი შვილი, რომელიც ყველა პრესტიჟული ფესტივალის სასურველი სტუმარი გახლავთ.

იქედან გამომდინარე, რომ პანდემიის გამო ყველაფერი რთულადაა და კონცერტებიც ყველა არტისტმა გადადო, მდგომარეობა დამძიმდა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ევროპის ქვეყნებში მოგვეძებნა ის არტისტები, რომლის ჩამოყვანასაც შევძლებდით. ბევრი კონცერტი გადაგვედო, ერთადერთი რისი ჩატარებაც მოვახერხეთ ეს იყო შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი. ახლა კი საშუალება მოგვეცა Jazz and Wine Kakheti ჩავატაროთ.

რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ხომ არ მიგიღიათ ლისა სიმონისგან?

არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ გვთხოვეს, რომ ხალიჩაზე აქვს ალერგია და ნომრის შესრულებისას გაგვეთვალისწინებინა. ასევე არის ვეგანი და არ ჭამს ხორცს. ჩვენი კულინარია დიდ ეფექტს ახდენს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა არტისტებზე.

ლისას აქვს საინტერესო ბიოგრაფია, ამაზე, რომ ვისაუბროთ..

ლისა არის ლეგენდარული ქალბატონის შვილი, ახალგაზრდობაში ის ამერიკის შეერთებული შტატების ავიაძალებში მსახურობდა 10 წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც იქიდან წამოვიდა, მუსიკალური კარიერის გაკეთება გადაწყვიტა და სხვადასხვა ევროპელი არტისტის ბექვოკალისტად მუშაობდა. ლისა ერაყის ომის გმირიც კი გახლავთ. სიმონის დებიუტი თეატრალურ სცენაზე შედგა ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლის „იესო ქრისტე, სუპერვარსკვლავი“ ნაციონალურ ტურნეზე, 1996 წლიდან ის ბროდვეიზე აგრძელებს მოღვაწეობას და მონაწილეობს „დისნეის“ „აიდაში“ და „მეფე ლომში“. მოხარულები ვართ, რომ ასეთი დონის არტისტი გვეყოლება სტუმრად.

და ბოლოს  შვილიშვილზე გკითხავთ..

კიდევ ერთი გიორგი კერესელიძე გვყავს ოჯახში, რომელიც 2 ოქტომბერს გახდება 3 თვის, რა თქმა უნდა ყველას გვაგიჟებს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები