LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გემრიელი კოტლეტების მომზადების 5 საიდუმლო წესი

281

ერთი შეხედვით ძალიან მარტივია გემრიელი კოტლეტების მომზადება, თუმცა  ისინი ხან გემრიელი გამოდის, ხან არა. არსებობს ამ კერძის მომზადების ოქროს წესი, რაც პროპორციების სწორ დაცვას, პროდუქტების შეხამებასა და მომზადების პროცესს გულისხმობს. ერთად გავეცნოთ კოტლეტების მომზადების 5 მთავარ წესს, რომლის დაცვითაც ეს  კერძი უგემრიელესი გამოვა.

  1. იმისთვის, რომ კოტლეტი იყოს გემრიელი, მნიშვნელოვანია დაივიწყოთ ეკონომია. ასევე მნიშვნელოვანია უარი თქვათ საეჭვო წარმოშობის ფარშსა და ხორცზე, ხორცსაკეპ მანქანაში მის მოთავსებამდე ის კარგად გაასუფთაოთ ცხიმებისგან. სტანდარტული პროპორცია გახლავთ – ½ კგ ხორცი  250 გრამ სალაზე.
  2. საჭიროა თუ არა კვერცხის დამატება, ეს კითხვა ძალიან აქტუალურია დიასახლისებისთვის. აქ მნიშვნელოვანია, რომ 1 კგ ხორზე გამოვიყენოთ 2-3 ცალი კვერცხი, გადაჭარბებამ შეიძლება გააფუჭოის კერძის გემო.
  3. პური კოტლეტის მომზადებისას უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სველი პური კოტლეტს უფრო რბილს ხდის, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია პროპორციის დაცვა. 1 კგ ხორცზე რეკომენდებულია 260 გრამი თეთრი პურის დამატება და ასევე 300-400 გრამი რძე ან წყალი. თუ კოტლეტს ქათმის ხორცისგან ამზადებთ, პური და კვერცი უფრო მცირე ოდენობით დაგჭირდებათ. უმჯობესია ძველი პურის გამოყენება, მისი ნაცვლად ასევე შეიძლება კარტოფილის, გოგრისა და სხვა ბოსტნეულის დამატებაც.
  4. მნიშვნელოვანია სწორი შეფუთვაც. აუცილებელია, რომ ფარში სპეციალურ ქაღალდში მოათავსოთ და გააჩეროთ ის მაცივარში ნახევრი საათის განმავლობაში. ამას უნდა დაუმატოთ კვერცხი, წყალი ან რძე, ამოავლოთ ის ფქვილში და მხოლოდ ამის შემდეგაა რეკომენდებული ფორმის მიცემა და ტაფაზე მოთავსება.
  5. რაც შეეხება მომზადებას, მნიშვნელოვანია კოტლეტი მოთავსდეს ცხელ და ცხიმიან ტაფაზე. დაიცავით დისტანცია კოტლეტებს შორს და ისინი ხშირად არ გადაატრიალოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g