ქორეოგრაფი თეა დარჩია საზოგადოებას მიმართავს, მისი ძმის გადარჩენისთვის ილოცონ.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დავით დარჩია ტაძრის ქვით შემოსვისას, გუმბათიდან ჩამოვარდა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო.
„გემუდარებით ყველას, ილოცეთ ჩემი ძმის, დავით დარჩიას გადარჩენისთვის. ის ტაძრის ქვით შემოსვისას, გუმბათიდან ჩამოვარდა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო“. – წერს თეა დარჩია.