გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ყოფილი ზოოვეტის ინსტიტუტი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი.
საგნების ჩამონათვალი ვაკანტური ადგილების მიხედვით:
- საქართველოს ისტორია
- ისტორია
- მათემატიკა
- ფიზიკა
- ქიმია
- პირველი უცხო ენა – ინგლისური
- მეორე უცხო ენა – რუსული
- მესამე უცხო ენა – ფრანგული
- საინფორმაციო ტექნოლოგიები
ვაკანტური ადგილების რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის და ხელფასის შესახებ ინფორმაცია საგნების მიხედვით იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/swrHU
მსურველებმა აუცილებელია, 2026 წლის 22 მაისიდან 2026 წლის 8 ივნისის ჩათვლით, შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: https://teacherjobs.ge/
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა – 2026 წლის 9 ივნისიდან 2026 წლის 10 ივნისის ჩათვლით;
II ეტაპი – გასაუბრება – 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 17 ივნისის ჩათვლით;
III ეტაპი – ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) – თარიღი დამატებით ეცნობებათ კანდიდატებს.
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან გასაუბრებისთვის ტელეფონზე.
შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
- უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი);
- მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი);
- უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ ბოლო 2 წლისა;
- პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;
- ტრენინგები, სწავლებები;
- ჯილდოები (მადლობა/წახალისება);
- პროფესიული აქტივობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
