გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: გარდაბანი, სოფელ კრწანისი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგნებისა და ხელფასის მიხედვით იხილეთ ლინკში https://cadet.mod.gov.ge/news/mastsavleblis-vakansia-mazniashvili-2026-02-03 მოცემულ დანართში.
მსურველებმა გთხოვთ, 2026 წლის 2 მარტიდან 2026 წლის 22 მარტის ჩათვლით განაცხადები (განაცხადის ფორმა) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე [email protected], ასევე აუცილებელია შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა – 2026 წლის 23 მარტიდან 2026 წლის 24 მარტის ჩათვლით;
II ეტაპი – გასაუბრება – 2026 წლის 6 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით;
III ეტაპი – ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) – 2026 წლის 15 აპრილიდან 2026 წლის 23 აპრილის ჩათვლით.
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე.
შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
1. უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი);
2. მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი);
3. სერტიფიკატები;
4. პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
5. პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;
6. ტრენინგები, სწავლებები;
7. ჯილდოები (მადლობა/წახალისება);
8. უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ 2 წლისა;
9. პროფესიული აქტივობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14
