YouTube-ზე Mlive-ის არხზე გაჩნდა ვიდეო, სადაც ”გენერალ ლის” საკასკადიორო ტრუიკია ასახული. რგოლში სერიალ The Dukes of Hazzard-ის გმირი კლასიკური Dodge Charger მონაწილეობს. კინოს გმირი ავტომობილი ტრამპლინიდან დეტროიტში ყოველწლიური ავტოშოუს Autorama-ს გახსნის აღსანიშნავად ”გადახტა”.
ტრიუკი კასკადიორმა რეიმონდ კონმა შეასრულა. საგამოფენო კომპლექსის Cobo Center-ის გზის დაეტილ მონაკვეთზე ავტომობილი 1,5 მეტრიანი ტრამპლინიდან გადახტა და საკამოდ უხეშად დაეშვა – ცხვირი ძლიერად დაარტყა ასფალტს.
კასკადიორი არ დაზარალებულა და ნახტომის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ასეთი დაშვება უფრო უსაფრთხოა ვიდრე ოთხივე ბორბალზე ერთდროულად დახტომა, რადგან ამ დროს მაქსიმალური ტკივილის გამოწვევა ხდება.
ტრიუკში 1969 წლის Dodge Charger-მა მიიღო მონაწილეობა, რომელიც კინოს გმირის,