კონცერნმა General Motors სამომავლო განვითარების გეგმა გაამხილა და ახალი მოდელების გამოშვებაც დააანონსა. სიაშია უკვე კარგად ცნობილი GMC Hummer EV, ელექტრონული კროსოვერი Cadillac და Chevrolet მოხდვა, მთლიანობაში კი საუბარი 20 მოდელზეა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის General Motors 20 ელექტრონულ ავტომობილს წარადგენს. მხოლოდ Cadillac-ისთვის სამი მოდელია განსაზღვრული : გლობალური Lyriq, საოჯახო კროსოვერი და არსებული XT4-ის ელექტრონული ანალოგი.
უახლოეს წლებში რამდენიმე სიახლე ექნება ასევე Chevrolet-საც. მათ შორის საშუალო ზომის კროსოვერი და პიკაპი Bet Truck რომელსაც ერთი დამუხტვით 645 კილომეტრის გავლა შეეძლება.
და ბოლოს, სერიაში მოხვდა Cruise Origin, რომელსაც GM Honda-ს ფინანსური დახმარებით შექმნის. დასაწყისისთვის ასეთი უპილოტო მოდელები დახურულ ტერიტორიაზე იმოძრავებენ, კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ კი ჩვეულებრივი მოხმარების გზებზეც შეძლებენ გასვლას.