LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენეტიკა თუ ნახშირწყლების დიეტა – მეცნიერებმა სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო გაამხილეს

434
კარბს

მეცნიერები დიდი ხანია „ახალგაზრდობის ელექსირს” ეძებენ. მათ არაერთი კვლევა ჩაატარეს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კონტინენტზე. ეს ათეულობით წლებია გრძელდება. “ბიბისი” წერს, რომ სპეციალისტები განსაკუთრებული ყურადღებით აღმოსავლეთ ჩინეთში, ოკინავას კუნძულის მცხოვრებლებს აკვირდებოდნენ, რომელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა 100 წლამდე ცოცხლობს და არც ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის.

მეცნიერებმა ოკინავას ხალხის სიცოცხლისუნარიანობის საიდუმლოს ამოხსნა სცადეს, მათ გენეტიკასა და ცხოვრების წესს დიდხანს იკვლევდნენ და ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს, რამაც მათი ყურადღება მიიქცია. ადგილობრივების საკვებში ცილაზე მეტი ნახშირწყლებია. აქ განსაკუთრებით ხშირად მიირთმევენ ტკბილ კარტოფილს, რაც კალორიების წყაროდ ითვლება.

“ეს დღევანდელ პოპულარულ დიეტებს უპირისპირდება. საუბარია კვების რეჟიმზე, სადაც დიდი რაოდენობით ცილა და ნაკლები ნახშირწყლებია”,  – ამბობს სამანტა სოლონ- ბიეტი, რომელიც სიდნეის უნივერსიტეტში კვებისა და დაბერების საკითხში კვლევებს  ატარებს.

ამ დასკვნების თანახმად, მცირე რაოდენობით ცილა და ბევრი ნახშირწყლების შემცველი საკვების დიეტა ისეთ ფიზიოლოგიურ რეაგირებას იწვევს, რომელიც ორგანიზმს ასაკთან დაკავშირებული დაავადებებისგან იცავს, მათ შორის დაბალია კიბოს, კარდიოვასკულარული დაავადების და ალცჰაიმერის განვითარების რისკი. ოკინავას მცხოვრებლები ბრინჯს არ მიირთმევენ, მაგრამ აქვთ ტკბილი კარტოფილი, დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ასევე ხილი, მათ შორის დასახელებულია ნესვი, კვების რაციონში შედის ასევე ღორის ხორცი და თევზი. სამანტა სოლონ-ბიეტის მიერ ჩატარდა კვლევები ცხოველებზე და დადგინდა, რომ მაღალი ოდენობით ნახშირწყლებს და ნაკლებ ცილას თუ იღებს, ტვინს ასაკის მატებასთან დაკავშირებული სიგნალები ნაკლებად მიეწოდება. 

მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ გეოგრაფიის წყალობით, ოკინავას მოსახლეობამ თავიანთი ისტორიის დიდი ნაწილი იზოლაციაში გაატარა, რამაც მათ, სავარაუდოდ, უნიკალური გენეტიკური პროფილი ჩამოუყალიბა. შესაბამისად, ისინი თვლიან, რომ კვების რაციონში ნახშირწყლების ჩართვის გარდა, მათ სიცოცხლისუნარიანობას გარკვეულწილად ხელს გენეტიკაც უწყობს.

 

 

 

პოპულალურები