LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენიოსად დაბადებული: მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები (ვიდეო)

785

დღეს 1 ივნისია – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ნასას კონფერენციებში მონაწილეობა მაშინ, როცა მხოლოდ 8 წლის ხარ, 10 წლის ასაკში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება, 5 წლის ასაკში მსოფლიო საკონცერტო ტურის ჩატარება ან 3 წლის ასაკში ნახატების გამოფენის მოწყობა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიღწევების, რითაც ამ ბავშვებმა მსოფლიო გააოცეს.

 

მალაკაი სემდი – 11 წლის ბიჭუნამ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა იმაზე ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე სიარულს ან ლაპარაკს ისწავლიდა. მალაკაიმ პირველი დასარტყამი ინსტრუმენტი 2 წლის ასაკში მიიღო. 4 წლის ასაკში ის ნიუ-ჯერსის მუსიკალურ სასწავლებელში მიიღეს, 5 წლისამ კი პირველი კონცერტი ჩაატარა. ბიჭუნა ამჟამად არა მხოლოდ საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე ზრუნავს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ნიჭიერ პატარებსაც ეხმარება.

 

ოტომ დე ფორესტი – 14 წლის ხელოვანმა მსოფლიო აღიარება ჯერ კიდევ 2001 წელს მოიპოვა, როდესაც ტელეარხმა Discovery-ის „გენიალურ არტისტად“ დაასახელა. 7 წლის გოგონას ნახატები მსოფლიოში ცნობილი ავტორების ნამუშევრებს გავდა. ოტომმა საღებავებით პირველი ექსპერიმენტების ჩატარება ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დაიწყო. მშობლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა პატარას ტალანტისთვის ხელი შეეწყოთ და 2001 წელს მან თავისი პირველი ნახატი გაყიდა. მცირეწლოვანი გენიოსის ტილო არც მეტი არც ნაკლები 100 ათას დოლარად შეფასდა.

 

მით ფუჯი – ონაფუჯირი რემეტი 6 წლის ნიგერიელი ფოტოგრაფია. პატარამ პოპულარობამ ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში მოიპოვა, როცა მისი ნამუშევრები ლაგოსის გამოფენაზე მოხვდა. ამჟამად მცირეწლოვანი გენიოსის ანგარიშზე 3 ათასამდე ფოტო ირიცხება და მშობლები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

 

ეივერი მოლეკი – Kiss-ის, Metallica-ს, Van Halen-ისა და AC/DC-ს ფანი საყვარელი ჯგუფების სიმღერებს თავადაც არაჩვეულებრივად ასრულებს. ბიჭუნა 2 წლის იყო, როდესაც დედამ სათამაშო დრამები აჩუქა. ეივერიც მუსიკით იმდენად დაინტერესდა, რომ ანიმაციური ფილმების ნაცვლად მუსიკალურ კონცერტებს უყურებდა და საყვარელ შემსრულებლებს არა მხოლოდ დაკვრის მანერით, არამედ ჩაცმულობითაც ბაძავდა. 4 წლის ასაკში მას ნამდვილი ინსტრუმენტი უყიდეს, 5 წლისამ კი მუსიკალური ტურნეების გამართვა დაიწყო.

 

დანატ პლიუშინუეტანვი – 13 წლის დანატ ვიი, როგორც მას მსოფლიოში იცნობენ – წარმოშობით ტაილანდიდანაა. ბიჭუნა ცნობილი ვიოლინოზე ვირტუოზულად დაკვრით და ასევე მხატვრობით გახდა. პატარაობაში დანატი ვიოლინოსთან ძალიან დიდ დროს ატარებდა, მოგვიანებით კი ხატვაც ისწავლა და თან ისე რომ 3 წლის ასაკში პირველი გამოფენაც მოაწყო. ამჟამად მას 2000-მდე აბსტრაქტული ნამუშევარი აქვს შექმნილი და რამდენიმე ნახატი საკმაოდ სოლიდურ თანხადაც გაყიდა. ამასთან, ბიჭუნა არც მუსიკალურ კარიერას ივიწყებს და მსოფლოს სხვადასხვა კუთხეში სოლო კონცერტებსაც ხშირად აწყობს.

 

აელიტა ანდრე – გამოჩენილი ავსტრალიელი ხელოვანია. გოგონა ამჟამად 9 წლისაა, თუმცა არტ-საზოგადოებამ ის ჯერ კიდევ 7 წლის წინ შეამჩნია. აელიტას პირველი გამოფენა სულ რაღაც 2 წლის ასაკში ქონდა. ყველაფერი კი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონა 9 თვის იყო. პატარამ მამის საღებავები მოიპარა და პირველი შედევრიც სწორედ მაშინ შექმნა. დღესდღეობით კი ის ფორმებითა და ფერებით მართლაც გენიალურ ტილოებს ქმნის. საინტერესოა, რომ გოგონამ უკვე 30-ზე მეტი ნახატი გაყიდა და 800 ათას დოლარამდე გამოიმუშავა.

 

ელის ტენ-რობერტსი – ალბერტ აინშტაინის IQ 0 160 ქულაა, 2 წლის ელისის კი არც მეტი არც ნაკლები 156. პატარა სულ 5 თვის იყო როცა ლაპარაკი დაიწყო, 2 თვის შემდეგ პირველი ნაბიჯები გადადგა, სულ მალე კი სირბილიც შეძლო. ელისი 6 თვის იყო როცა მსოფლიოს ყველა დედაქალაქი იცოდა, ესპანურად კითხულობდა და წერას კი სწავლობდა.

 

კლეოპატრა სტრატანი – მოლდოველი გოგონა გახდა პირველი მსოფლიოში, რომელიც 3 წლის ასაკში მსოფლიოში ცნობილ მომღერლად იქცა და თან კომერციულ წარმატებასაც მიაღწია. მალევე მან თავისი პირველი ალბომიც ჩაწერა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კლეოპატრას არანაირ კურსებზე არ უვლია და არც მასწავლებელი ყოლია. ერთ დღესაც მან უბრალოდ სიმღერა დაიწყო და თავბრუდამხვევი წარმატებაც მოვიდა.

 

ტანიშ მეტიუ აბრაამი – ტანიში მხოლოდ 5 წლის იყო, როცა სტენფორდის უნივერსიტეტის ახალგაზრდა გენიოსების პროგრამა გაიარა. 7 წლისამ გეოლოგიისა და ასტრონომიის კოლეჯში ჩააბარა. 8 წლის ასაკში ის ნასას კონფერენციაში მონაწილეობდა და 2 ახალი ვარსკვლავის აღმოჩენაც დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა.

 

 

ოსკარ რიგლი – ბრიტანელი ბიჭუნა გახდა ყველაზე ახალგაზრდა გენიოსი, რომლის IQ-ც 2 წლის ასაკში 160 ქულა იყო. პატარას ბავშვურ თამაშებზე მეტად პინგვინების რეპროდუქციული ციკლი აინტერესებდა და ამით მშობლებს ცოტა არ იყოს აშინებდა კიდეც. ოსკარმა ლაპარაკი 9 თვის ასაკში დაიწყო, 2 წლისას კი უკვე თავისუფლად მეტყველება შეეძლო. ოსკარი 3 წლის იყო, როცა მუსიკით დაინტერესდა და მიუხედავად პატარა ასაკისა საქსოფონზე დაკვრა დაიწყო.

 

ნადია კომენიჩი – რუმინელი ტანმოვარჯიშეა. გოგონა მხოლოდ 14 წლის იყო, როცა პირველ ოლიმპიადაზე გამოვიდა და ერთდროულად 5 ოლიმპიური მედლის – სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოს მფლობელი გახდა. ის იყო ასევე პირველი ტანმოვარჯიშე, რომელმაც თავის პროგრამაში უმაღლესი 10 ქულა დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები