LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენო პეტრიაშვილი უკრაინის მიერ კალაძისთვის წოდების ჩამორთმევაზე: „უკრაინა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მიკვირს, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს“

195
გენო პეტრიაშვილი

პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გენო პეტრიაშვილი უკრაინის მიერ თბილისის მერის, კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევას ეხმაურება. პეტრიაშვილის თქმით, მას უკვირს, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას რჩება დრო, მსგავსი საქმით დაკავდეს.

უკრაინამ კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდება ჩამოართვა

გენო პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება.

„უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, მსგავსი საქმეებით რომ დაკავდეს. ბატონ კახის ამით ბევრს ვერაფერს დააკლებენ. კახი არის მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უდიდესი ფეხბურთელი, ძალიან მაგარი ადამიანი და სამწუხაროა მსგავსი ფაქტი, თუმცა, იმედი მაქვს რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და დამშვიდდება.

მინდა, მშვიდობა ვუსურვო მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებით, უკრაინელ ხალხს და კახის ვუსურვო წარმატებები და წინსვლა თავის საქმიანობაში“ – თქვა გენო პეტრიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g