LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენშტაბი: მტერი სამარცხვინოდ გაიქცა – უკრაინის დამცველებმა, მარინკას რაიონში, მტრის თავდასხმის მცდელობა შეაჩერეს

2527
უკრაინელები

„უკრაინის დამცველებმა შეაჩერეს მტრის თავდასხმის მცდელობა მარინკას რაიონში, მტერი სამარცხვინოდ გაიქცა“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე ანგარიშის თანახმად, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სევეროდონეცკის შტურმს, რათა ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარონ. მათივე ინფორმაციით, სევეროდონეცკის მიმართულებით გრძელდება უკრაინული ძალების ნაწილების დაბომბვა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან.

„უსტინოვსკის, გორნისა და ლისიჩანსკის მახლობლად განხორციელდა საჰაერო თავდასხმები. მტერი არ წყვეტს შტურმს, რათა დაამყაროს სრული კონტროლი ქალაქ სევეროდონეცკზე. გარდა ამ ქალაქისა, ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით უპირისპირდებიან სიროტინასა და ბელაია გორას დასახლებებში“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, ნიკოლაევკას, ვერშინასა და სემიგორიეს დასახლებების რაიონებში, მტერი შეტევით ოპერაციებს ახორციელებს, ბრძოლა გრძელდება. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა პოკროვსკის, ნიკოლაევკასა და ბელოგოროვკის მახლობლად.

„ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ნიუ-იორკის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მათ დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ოჩერეტინოს, ავდიივკას, კამენკას, ნეტაილოვოს, ნიკოლსკოესა და ორეხოვოს დასახლებების ტერიტორიებზე,“– ნათქვამია უკრაინის გენერალურ შტაბის ანგარიშში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები სისტემატურად ახორციელებენ საარტილერიო დაბომბვას ჰრუშუვახის, ვერნოპოლიეს, ადამოვკასა და მაზანივკას დასახლებების რაიონებში და ავიაიერიშებს ბოგოროდიჩნის მახლობლად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

ომის კვლევის ინსტიტუტი: რუსი სამხედროები მთლიანად აკონტროლებენ სევეროდონეცკს, აზოტის ქიმიური ქარხნის გარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g