ოპტიკური კომპანია ”ოპტიმისტი” მომხმარებელს ახალ კოლექციას სთავაზობს. როგორც მაღაზიის მენეჯერმა სოფო გადელიამ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ახალი კოლექციის ფარგლებში, მაღაზიაში ქართული ბრენდის George Piralli-ის როგორც ოპტიკური, ასევე მზის სათვალეებია წარმოდგენილი, რომლებიც უკვე 5 ქვეყანაში იყიდება.
გარდა ამისა, მომხმარებელი მხოლოდ ”ოპტიმისტში” შეძლებს CARRERA-ს ბრენდის სათვალეების შეძენას. მაღაზიაში, ოპტიკურ ჩარჩოებსა და მზის სათვალეებთან ერთად, კონტაქტური ლინზები და მათი მოვლის საშუალებებიც არის წარმოდგენილი.
”ოპტიმისტში ” მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მზის პოლარიზებული ე.წ. კლიპი შეიძინონ, რომელიც ნებისმიერ ოპტიკურ სათვალეზე მაგრდება. მისი ღირებულება 25 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, 15 ივნისიდან Jopito-ახალ კოლექციას ველოდებით, რომლის ფასიც 47 ლარიდან იწყება”, – აღნიშნა სოფო გადელიამ.
მისივე ინფორმაციით, „ოპტიმისტში“ მსოფლიოს ისეთი ცნობილი ბრენდებია წარმოდგენილი, როგორებიცაა: George Piralli , Polaroid, Swing, Nautical, Jopito,TODS, TIFFANY & CO, RAY BAN, ENNI MARCO, OXYDO, MICHAEL KORS და სხვა.
ოპტიკური მაღაზია „ოპტიმისტი“ თბილისის მასშტაბით რამდენიმე ფილიალს ფლობს. მომხმარებელს ოპტიკური ჩარჩოების, მზის სათვალეების, კონტაქტური ლინზებისა და მათი მოვლის საშუალებების შეძენა შემდეგ მისამართებზე შეუძლია: თამარ მეფის გამზ #23, ”გლდანი მოლი”, ჭავჭავაძის გამზ #23 და ”ისთ ფოინთი”.