Georgian Airways 1 ივლისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ დღეს გაავრცელა.
„გუშინ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააანონსა რეგულარული რეისების აკრძალვის შესახებ, რომელიც 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. მგზავრებს, რომელთაც აქვთ მაისი/ივნისის ბილეთები, შეუძლიათ უფასოდ გადაჯავშნონ, სხვა ალტერნატიულ თარიღებზე. მოუთმენლად გელით ბორტზე!“, – აცხადებენ Georgian Airways-ში.
შეგახსენებთ, საქართველო რეგულარული ფრენებისთვის 1-ლი ივლისიდან გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ები გამოსცა, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია 30 ივნისის ჩათვლით.