LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways 6 აპრილიდან ახალ მიმართულებას ამატებს

90

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან ახალ მიმართულებას ამატებს. კერძოდ, 6 აპრილიდან ავიაკომპანია უკრაინაში, ხარკოვის მიმართულებით იფრენს.

Georgian Airways-ის ინფორმაციით, ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.

რაც შეეხება ავიაბილეთის ფასს, ორი გზის ღირებულება 168 ევროდან დაიწყება. ბილეთის ფასი მოიცავს ხელბარგს, ჩასაბარებელ ბარგსა და კვებას.

შეგახსენებთ, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, რამდენიმე ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს, მათ შორის ისეთი ქალაქებისკენ, როგორებიცაა: პარიზი, ბარსელონა, ბერლინი, ბრიუსელი, ბოლონია, ათენი, სალონიკი და სხვა... აღსანიშნავია, რომ 2017 წლის გაზაფხულიდან Georgian Airways  უკვე დაფრინავს ლონდონსა და პრაღაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g