LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

209
givi

Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორი გივი დავითაშვილი თანამდებობიდან მიდის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ის საქმიანობას.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ ინიშნებოდა, თუმცა  თავად სააგენტოში ამბობენ, რომ მოადგილის შერჩევა კონკურსით მიმდინარეობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გივი დავითაშვილი Georgian Airways დირექტორად 22 თებერვლიდან აღარ ფიგურირებს. როგორც რეესტრის ვებ გვერდზეა აღნიშნული, სწორედ ამ დღიდან კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე რობერტ ოგანესიანი დაინიშნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g