Georgian Airways მზად არის თებერვლიდან რეგულარული ავიარეისები რეგულაციების სრული დაცვით განაახლოს.
ქართული ავიაკომპანია რეგულარული ფრენების განახლებას, საწყის ეტაპზე, ამსტერდამის, პარიზის, ბერლინისა და ვენის მიმართულებებზე გეგმავს – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ ისაუბრა.
ის ამბობს, რომ აღნიშნული 4 ქალაქი ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ქართველ მგზავრებს შორის, თუმცა ავიარეისების სიხშირე და სხვა მიმართულებების დამატება მგზავრთა მხრიდან მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან საქართველოს ცა რეგულარული ავიამიმოსვლისთვის იხსნება.