LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GEORGIAN OVERTONES: გიორგი მიქაძის პროექტი „ბერლინ კონცერტჰაუსში“ შესრულდება

101

29 აგვისტოს, „ბერლინის კონცერტჰაუსში“, საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ექსკლუზიურად შესრულდება პროექტი “GEORGIAN OVERTONES”, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე.

პროექტის საპატიო წარმდგენია შვედი ტრომბონისტი, მომღერალი და პროდიუსერი ნილს ლანდგრენი. ასევე მონაწილეობენ: ახალგაზრდა გამორჩეული ვირტუოზი, ჩელისტი ლიზი რამიშვილი, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ ტრიო სერგო ურუშაძის, პაატა ცეცხლაძის და ზურაბ წკრიალაშვილის შემადგენლობით, ბიორნ ანფინსენი – საყვირი, ელენ ანდრეა ვანგი – კონტრაბასი და ევა კლესი – დასარტყამი ინსტრუმენტები.

ღონისძიება იმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ „Young Euro Classic“-ის ფარგლებში, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიებაა.

კონცერტი პირდაპირი ეთერით გადაიცემა ევროპული კულტურის ფრანგულ-გერმანული ტელე-არხ ARTE-ს მეშვეობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g