„რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში გაუჩინარების მიზეზი გულის შეტევა გახდა“, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს.
„შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან არ გამოჩენილა.“ – წერს გერაშჩენკო.
შოიგუს გულის პრობლემები აქვს, რუსეთის პრეზიდენტის უკვე ყოფილი მრჩეველი კი თურქეთში დააფიქსირეს - სად „ქრება“ პუტინის გარემოცვა
უკრაიანში გაანადგურეს ვარსკვლავი, რომელიც ანი ლორაკის საპატივსაცემოდ იყო გახსნილი.
მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო, ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბილიტაციის კურსს ბირდენკოს სამხედრო ჰოსპიტალში გადის.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში