LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერგეტის სამებამდე გზის საპროექტო სამუშაოები 175 000 ლარი დაჯდა

286

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე სტეფანწმინდის მოსახლეობას შეხვდა და სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე, რეგიონისათვის გზის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ადგილობრივი მოსახლეობის შენიშვნები მოისმინეს, რომელიც პროექტის განხორციელებისას იქნება გათვალისწინებული.

სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის სიგრძე – 5,66 კილომეტრია. გზის დეტალური პროექტი უკვე მზადაა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g