ირაკლი ალფაიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც ჰყვება თავისი გემრანელი მეგობრის შესახებ. მან შვებულება საქართველოში გაატარა და ქვეყნით ძალიან კმაყოფილი დარჩა, მაგრამ ქართველების ტურისტებისადმი მიდგომით – ნაკლებად.
გთავაზობთ ამ საინტერესო ამბავს:
„ჩემი გერმანელი მეგობარი წამოვიდა საქართველოში ათი დღით, კუთვნილი შვებულების გასატარებლად (საკმაოდ გავლენიანი ჩინოვნიკი იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობს). სანამ საქართველოში გაფრინდებოდა, მეუბნებოდა, ფოტოების და ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო ბოლო სამოთხეა დედამიწაზე შემორჩენილიო 🙂 ბევრი ლაპარაკის შემდეგ გადაწყვიტა, ხუთ-ხუთი დღე, სვანეთსა და თბილისში გაეტარებინა. დასრულდა ცხრა დღე, რაც ნიშნავს, რომ ხვალ დილით უკან მოფრინავს.
დილით მირეკავს და მეუბნება: აღფრთოვანებული ვარ მესტიის მომაჯადოებელი სილამაზით და თბილისი ის ქალაქია, რომელიც ყველა ადამიანმა მაინც უნდა ნახოს ცხოვრებაში ერთხელო… მაგრამ გულნატკენი და გაოცებულია ხალხის დამოკიდებულებით ტურისტების მიმართ. კერძოდ, იმ დაწესებულების მეპატრონეებითა და მომსახურე პერსონალით, ვისაც პირდაპირი შეხება უწევთ ტურისტებთან… სამმაგი გადამახდევინა სვანეთში სასტუმროს მეპატრონემ იმიტომ, რომ სამკაციან ნომერი მოგეციო, არადა, მან ორი თვით ადრე დაჯავშნა ერთკაციანი ნომერი…. ეს არის სულ მცირედი, რაც მისი ნაამბობიდან დავწერე…
ამის შემდეგ ერთი კითხვა მაქვს: ამ ხალხს რომ ვეპატიჟებით დიდის ამბით მთელი მსოფლიოდან, ჩამოდით და დაისვენეთ საქართველოშიო, ეს ხალხი რა ამბავს გაიტანს გარეთ, ეს არ გვაინტერესებს?
მე მაგრად შემრცხვა ამ ჩემი მეგობრის, რომელიც 63 წლისაა, უამრავი რამ უნახავს და გადახდომია ცხოვრებაში, მაგრამ ამ ხარისხის ფულზე გაგიჟებული ხალხი არსად უნახავს….
ტეხავს….“
ირაკლი ალფაიძე, სტატუსის ავტორი

