გერმანიის ეკოლოგიური ორგანიზაცია Deutsche Umwelthilfe ქვეყნის უდიდეს ქალაქებს მოუწოდებს, ქუჩებზე მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-დან 30 კმ/სთ-მდე შეამცირონ. სპეციალისტების თქმით, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ამცირებს გამონაბოლქვს და აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, არამედ მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ქალაქებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას – ქუჩის მუდმივ ხმაურს.
ექიმების შეფასებით, ხმაური უფრო სახიფათოა, ვიდრე ბევრს ჰგონია. ის ევროპაში ჯანმრთელობისთვის ზიანის მეორე უმსხვილესი „სატრანსპორტო ფაქტორია“ ჰაერის დაბინძურების შემდეგ. მუდმივი ხმაური იწვევს:
გულის რიტმის დარღვევას
ინფარქტსა და ინსულტს
დეპრესიას, შფოთვას და დემენციას
დღეს გერმანიის ქალაქებში 30 კმ/სთ-ის ზონები არსებობს, მაგრამ მხოლოდ მცირე მონაკვეთებზე ან განსაზღვრულ საათებში. დანარჩენ ქალაქში კი ნებადართული 50 კმ/სთ-ია.
Deutsche Umwelthilfe-ს მიხედვით, სიჩქარის 30 კმ/სთ-მდე შემცირება ხმაურის ზემოქმედებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე თითქმის 35%-ით შეამცირებს.
ეკოლოგები ამაზე გაჩერებას არ გეგმავენ – უკვე გამოცხადდა ახალი ეროვნული კამპანია, სადაც სპეციალური მობილური მოწყობილობებით აქტივისტები ზედმეტად ხმაურიან მანქანებსა და მოტოციკლებს დააფიქსირებენ და მონაცემებს პოლიციას გადასცემენ, რათა ასეთი ტრანსპორტი რეგისტრაციიდან მოიხსნას.