LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელებმა განქორწინებებს false და ქორწინების ასაკიც გადაწიეს

102
Capture

გერმანიაში განქორწინების რიცხვი ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალია. სტატისტიკის ფედერალური მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 129 ათასი ოჯახი ინგრევა (შედარებისთვის 1993 წელს 167 ათასი წყვილი დაშორდა, ხოლო 2003 წელს – 204 ათასი). გარდა ამისა, გერმანელები განქორწინების განცხადებას 3 წლით უფრო გვიან ავსებენ, ვიდრე 30 წლის წინ და დღეისთვის ცოლ-ქმრული ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა 14,8 წელს შეადგენს.

ქორწინებაში 35 მილიონი გერმანელი იმყოფება – ეს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის ნახევარია. თუმცა, ბოლო 30 წლის განმავლობაში დაქორწინებულთა რიცხვი შემცირდა: 1993 წელს მათი რაოდენობა 60% იყო.

გერმანელთა მესამედი მარტოხელაა. ეს კი 30 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით უფრო მეტია.

2023 წელს გერმანიაში ქორწინება 361 ათასმა წყვილმა გააფორმა და ეს 1950 წლის შემდეგ მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 78% საერთოდ პირველად დაქორწინდა.

და ბოლოს, 2023 წელს ასაკმა როცა ადამიანები პირველად ქორწინდებიან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია: ქალებისთვის 32,8 წელი, მამაკაცებისთვის 35,3 წელი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები