LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელებმა მსოფლიოში პირველი ელექტროთვითმფრინავი დატესტეს

105
airelectro

გერმანიაში მსოფლიოში პირველი ელექტრონული თვითმფრინავი გამოსცადეს. ადგილობრივი მედია-საშუალებების ინფორმაციით, ხომალდი გერმანულმა სტარტაპმა Lilium-მა შექმნა და თუკი სიახლის მიმართ მოთხოვნა გაჩნდება, მწარმოებელი მთელი ავიაპარკის შევსებას გეგმავს. პირველი კონცეპტის დასამზადებლად 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა და წარმოების გასაგრძელებლად კიდევ უფრო მეტი თანხა იქნება საჭირო.

ხომალდს ერთდროულად 5 მგზავრის მომსახურება შეუძლია და რაც ყველაზე საინტერესოა ის უპილოტო რეჟიმშიც მშვენივრად მუშაობს. ტრანსპორტის სვლის მარაგი 300 კმ-ია, რაც იმას ნიშნავს რომ მას ნიუ იორკიდან ბოსტონამდე ჩაფრენა შეუძლია.

ბუნებრივია, ელექტრონული თვითმფრინავი ეკოლოგიურად სუფთაა, გარემოს არ აბინძურებს და თან მისი მოხმარება ბევრად უფრო ეკონომიურია. სტარტაპის ავტორები მის ბაზარზე შემოყვანას გეგმავენ და თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის ხომალდი პირველ რეისს 2025 წელს შეასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g