ბუნდესტაგის გერმანელი დეპუტატების უმრაველსობამ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა.
693 დეპუტატიდან იარაღის მიწოდებას მხარი 586-მა დაუჭირა, 100-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, 7-მა კი თავი შეიკავა.
წინააღმდეგი იყო ულტრა მემარჯვენეთა პარტია, ალტერნატივა გერმანიისთვის. მათი თქმით, ეს თითქმის იგივეა, რაც ომის გამოცხადება. წინააღმდეგი იყო სოციალისტების მემარცხენეთა პარტია.
„სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს და დაჩქარდეს, სადაც შესაძლებელია“, – ნათქვამია ბუნდესტაგის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში.
ასევე, გერმანია მეტ სამხედროს გაგზავნის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და მოუწოდებს რუს სამხედროებს, დაყარონ იარაღი და ევროკავშირსა და უშუალოდ გერმანიაში მოითხოვონ თავშესაფარი.