LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელი მეწარმეები ქართველ სტარტაპერებს გამოცდილებას უზიარებენ

48

ტექნოპარკში ქართულ-გერმანული სტარტაპ ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება PMC კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით ტარდება.

ამასთან, ფორუმი საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გერმანიის საელჩოს და ”პროკრედიტ ბანკის” მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი, ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა.

ფორუმის ფარგლებში, წამყვანი გერმანელი მეწარმეები – Michael Huebl (flinc GmbH), Wolfgang Bernecker (Pandata GMPH) და Stephan Dabels (AmbiGateGmbH), რომლებსაც სტარტაპების შექმნის და მართვის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ, გაუზიარებენ ადგილობრივ სტარტაპერებს თავიანთ გამოცდილებას, იმსჯელებენ წარმატების და წარუმატებლობების მიზეზებზე, ასევე გლობალური ტენდენციებზე.

5 სექტემბერს, ადგილობრივ სტარტაპერებს საშუალება ექნებათ პირისპირ შეხვდნენ სპიკერებს B2B შეხვედრების ფორმატში.

“ვფიქრობთ, რომ მსგავსი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის როგორც ცოდნის, გამოცდილების და ტექნოლოგიების გაზიარებისთვის, ასევე პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.  ვიმედოვნებთ, რომ ქართული კომპანიები სასარგებლო ცოდნას და გამოცდილებას შეიძენენ გერმანული კომპანიებისგან და შეძლებენ მათთან  სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას”, -განმარტავს მიხეილ სხიერელი, პროექტის მენეჯერი PMC კვლევითი ცენტრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g