LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია 240 მლრდ დოლარს დაკარგავს: „რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანიის ეკონომიკა მკვეთრ რეცესიას განიცდის”

255
60568866_303

რუსეთიდან ენერგომომარაგების შეჩერების შემთხვევაში, 2022 და 2023 წლებში გერმანიის ეკონომიკის ზარალი, სავარაუდოდ, დაახლოებით 220 მილიარდი ევრო ($240 მლრდ) იქნება.

გარდა ამისა, 2022 წელს გერმანიაში ინფლაცია საშუალოდ 6,1%-მდე დაჩქარდება, რაც გასული 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, გერმანიის წამყვანმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს და განმარტეს, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების შეჩერება 2023 წელს რეცესიას გამოიწვევს. ინსტიტუტებმა ასევე გამოაქვეყნეს რუსული ენერგიის უეცარი მიწოდების შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგი, რომლის დროსაც ეკონომიკა მიმდინარე წელს გაიზრდება 1,9%-ით, ხოლო 2023 წელს 2,2%-ით შემცირდება.

“გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანიის ეკონომიკა მკვეთრ რეცესიას განიცდის”, – თქვა კვლევის დირექტორმა, კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა სტეფან კუტსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g