LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია 4 დღიან სამუშაო კვირას დატესტავს

126
107277991-1690476714195-gettyimages-1320686310-8a1a5433

ასეულობით გერმანული კომპანია მომავალი წლიდან ოთხდღიან სამუშაო კვირას დატესტავს. ექსპერიმენტის დამსახურებით გერმანიაში იმის გაგებას აპირებენ, თუ როგორ იმოქმედებს სამუშაო კვირის შემცირება ადგილობრივთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

შედეგებს მეცნიერები მოგვიანებით შეაფასებენ.

ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასასვლელად სპეციალისტები თითოეული კომპანიისთვის ოპტიმალურ გადასვლის მოდელს შეარჩევენ. ეს შესაძლოა იყოს თანამშრომლებზე სამუშაო დროების სხვადასხვანაირად გადანაწილება ან თითოეულისთვის ერთნაირი გრაფიკის შედგენა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამუშაო ანაზღაურებას თითოეული თანამშრომელი გარანტირებულად უცვლელად შეინარჩუნებს.

ექსპერიმენტი 2024 წლის 1-ელ თებერვალს დაიწყება და ნახევარი წელი გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები