LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია ინდოეთიდან მგზავრების შესვლას ზღუდავს – მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია

68
5000

გერმანია ინდოეთიდან მგზავრების მიღებას შეზღუდავს. ქვეყანაში ინდოეთიდან მხოლოდ გერმანიის მოქალაქეები შევლენ.

აღნიშნული შეზღუდვა მომავალ ორშაბათს ამოქმედდება.

გადაწყვეტილების მიზეზი კი კორონავირუსის ახალი, ინდური შტამია.

„ძალიან გვაღელვებს ვირუსის ახალი მუტაცია, რომელიც ინდოეთშია აღმოჩენილი. იმისათვის, რომ ჩვენს ვაქცინაციის პროგრამას საფრთხე არ შეექმნას, ინდოეთთან მოგზაურობა მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს,“- აცხადებს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი.

ცნობისათვის, ინდოეთიდან მგზავრების შესვლა უკვე შეზღუდული აქვთ გაერთიანებულ სამეფოს, კანადას, ქუვეითსა და ირანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g