გერმანელებს ავტობანზე სიჩქარის შეზღუდვა სურთ – მიზანი მავნე გამონაბოლქვის შემცირებაა. კანონპროექტის ავტორებს სურთ, რომ მთავარ მაგისტრალზე სიჩქარე 130 კმ/სთ-მდე შეზღუდონ და თუკი ხელისუფლება კანონს მიიღებს, მაშინ ის ძალაში 2023 წლიდან შევა.
სპეციალისტთა ვარაუდით, სიჩქარის ახალი რეჟიმი მავნე გამონაბოლქვს საგრძნობლად შეამცირებს. ამას ადასტურებს გარემოს დაცვის ევროპული სააგენტო, რომლის ინფორმაციითაც, მაგისტრალზე სიჩქარის 10კმ/სთ-ით შემცირება, გამონაბოლქვის ოდენობას 2-18%-მდე ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ 1990 წლიდან დღემდე გერმანიაში ჰაერში მავნე ნივთიერებების რაოდენობა 28%-ით შემცირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა სატრანსპორტო სექტორი უფრო ეკოლოგიური მაინც არ გამხდარა.