LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია მიგრანტებისთვის ფინანსურ დახმარებას ამცირებს

157
germany

მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის შენელების გამო გერმანია მიგრანტებისთვის ფედერალური დახმარების შემცირებას აპირებს. კერძოდ, მიგრანტებისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და ადგილობრივ სოციუმში ინტეგრაციის ხარჯებს ხმარდება, 2024 წლიდან 1.25 მილიარდი ევრო იქნება, მაშინ, როცა ეს თანხა წელს 3.75 მილიარდ ევროს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომი დაწყების შემდეგ გერმანიაში ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი მიგრანტი აღმოჩნდა; ამასთან, 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, სხვა ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მიგრანტების რიცხვმა თითქმის 50%-ით მოიმატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g