საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს“.
„50 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რომელიც ხალხს აკავშირებს. დღეს ეს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ზარალდება, რასაც ევროკავშირი და გერმანია ადასტურებენ. გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს“, – წერს პეტერ ფიშერი.
#OnThisDay 50 years ago, the Twinning Partnership #Saarbrücken – #Tbilisi was signed – connecting people. Today it is suffering because of the democratic backsliding in 🇬🇪, that 🇩🇪 & EU have certified. 🇩🇪 will continue to build links with 🇬🇪 people. ⬇️ https://t.co/1Pm4s9oqnB
— Peter Fischer (@Diplo_Peter) March 22, 2025