LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია საქართველოს ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით, 23 მლნ ევროს გამოუყოფს

129
გ (2)

გერმანია საქართველოს ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით 23 მლნ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიისა და საქართველოს მთავრობები ბერლინში ორდღიანი სამთავრობო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ. საელჩოს ინფორმაციით, მთლიანობაში მხარეებმა დაახლოებით, 68 მლნ ევროს ღირებულების ღონისძიებათა პაკეტი შეიმუშავეს მომდევნო ორი წლის პერიოდისთვის.

„საქართველოსა და გერმანიის მთავრობები განვითარების პოლიტიკის სფეროში დღეს დასრულებული სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით, საქართველოს 23 მლნ ევროს გამოუყოფს. ეს თანამშრომლობა პირველი საინვესტიციო პროექტია მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის კუთხით კავკასიის რეგიონში. მრავალი ჰიდროელექტროსადგურის, მზის მაღალი გამოსხივებისა და ქარის ძალიან კარგი პირობების გამო რეგიონს განახლებადი ენერგიების და ამით მწვანე წყალბადის პოტენციალი გააჩნია.

გამოყოფილი თანხები მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროლიზის ქარხნის, წყალბადის რეზერვუარისა და ამისათვის საჭირო ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას უნდა მოხმარდეს.

ენერგოსექტორის გარდა მხარეები ასევე სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. ღონისძიებათა პაკეტი მომდევნო ორი წლისთვის მთლიანობაში 68 მილიონამდე ევროს მოიცავს. მაგალითად, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისსა და ბათუმში, რათა ქალაქები მეტად მდგრადი და მომავალზე ადაპტირებადი გახდეს. დაგეგმილია ასევე სპეციალისტების მომზადება ქართული კომპანიებისათვის“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები