LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის

68
62616676_403

გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.

„აღჭურვილობა მოიცავს სამ IRIS-T ტიპის საზენიტო სისტემას, ჯავშანტექნიკის სარემონტო და აღდგენის ათამდე მანქანას, 20 სარაკეტო გამშვებს, რომლებიც დამონტაჟებულია პიკაპებზე, ზუსტი საბრძოლო მასალისა და დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას”, – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, დახმარების უმეტესი ნაწილის მიწოდება 2023 წელს განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები