LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია“ – გერმანიის საგარეო უწყება

118
გერმანიის საგარეო უწყება

„გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს:

„გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია“, – აცხადებენ უწყებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არჩევნების შედეგებისადმი მიდგომა და მთავრობის ფორმირება ასევე გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალ პროგრესზე ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

„როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა“ – ეუთო/ოდირი

IRI-ს წარმომადგენელი: მუდმივი დაშინება, ზეწოლა იყო საჯარო მოხელეებზე – „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა თვითმმართველობების წარმომადგენლებს, იყო დაშინება, რომ თუ მმართველ პარტიას არ მისცემდნენ ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას“ – სადამკვირვებლო მისია ENEMO-ს ხელმძღვანელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g