გერმანიაში იმდენად ცხელა, რომ ავტობანზე სიჩქარეც კი შეზღუდეს. ასეთი გადაწყვეტილება საქსონიის ფედერალური მიწის ხელისუფლებამ მიიღო. საქმე ისაა, რომ მაღალი ტემპერატურის გამო ბეტონი შესაძლოა დადნეს და გზაზე უსწორმასწორობები წარმოიქმნას.
მაღალი სიჩქარით გადაადგილების შემთხვევაში კი მძღოლი სწრაფ მანევრირებას ვერ მოასწრებს და შესაძლოა საჭე ვეღარც დაიმორჩილოს. რაც მასა თუ მგზავრებს სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენებს. სწორედ ამიტომ, მთავარ მაგისტრალებზე მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ, ზოგან კი 120 კმ/სთ იქნება.
სინოპტიკოსთა პროგნოზის მიხედვით, გერმანიის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა უკვე 40 გრადუსს აჭარბებს.