LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ ქართული კულტურის საღამოებს უმასპინძლა – მრავალხმიანი სიმღერა და პოეზიის შესანიშნავი ნიმუშები ვისბადენსა და ბონში აღერდა

609
65902edf-20fa-4108-aaff-ada37adfbe91

2025 წლის 19, 20 და 21 სექტემბერს Georgian Art House-ის ინიციატივითა და ორგანიზებით, გერმანიამ, ქალაქები – ვისბადენი და ბონი, ქართული პოეზიის, სიმღერის, მუსიკისა და ფერწერის საღამოებს უმასპინძლა.

ღონისძიებების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე პერფორმანსით წარდგნენ მაკა შალიკაშვილი, გიგი პიანომენი და ლელუკა თელია, ბექა ფერაძე, ლევან ფოცხორია, გიორგი ნოზაძე და ირაკლი გოდაბრელიძე, გერმანიის მხრიდან კი ემილია კრიუგერი, დანიელ გაბლენციანუსი, ანა ლუიზაგროსსმანი.

ჩატარებულ საღამოებზე მაკა შალიკაშვილმა წაიკითხა როგორც კლასიკოსი, ისე თანამედროვე ქართველი პოეტების ნაწარმოებები. გიგი პიანომენმა შეასრულა ქართველი და გერმანელი კომპოზიტორების ნაწარმოებები და მუსიკა. ლელუკა თელიამ შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარადგინა ქართული რომანსები და სიმღერები. ემილი კრიუგერმა, დანიელა გაბლენციანუსმა და ანა ლუიზაგროსსმანმა წაიკითხეს ქართული პოეზია გერმანულ ენაზე. გამოიფინა მაკრინე ტყებუჩავასა და მიხეილ მახარაძის ფერწერა. დამსწრე საზოგადოებამ ასევე იხილა ფოტოვიდეო კოლაჟი და ვიდეომასალა საქართველოს შესახებ.

პროექტი წარმოადგენს გერმანულ-ქართული თანამშრომლობის მაგალითს, რომელიც მიზნად ისახავს ორ კულტურას შორის დიალოგის გაღრმავებას. პროექტი ხელს უწყობს გერმანიაში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, გერმანელ საზოგადოებას, უცხოელ მეგობრებს და, რა თქმა უნდა, ქართველ ემიგრანტებს, მიეცეთ საშუალება, უშუალოდ შეეხონ ქართულ კულტურასა და ხელოვნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g