გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა.
“გარდიანის” ცნობით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თუ როგორ მკვეთრად შემცირდა რუსული იმპორტირებული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარება.
“რუსული ნავთობის იმპორტი დაახლოებით 35%-დან 12%-მდე შემცირდა, რუსული გაზის იმპორტი 55%-დან დაახლოებით 35%-მდე შემცირდა, ხოლო რუსული ქვანახშირის იმპორტი 50%-დან დაახლოებით 8%-მდე შემცირდა”, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის ოფიციალური პირის მიერ, ,,ტვიტერში” გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.