LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ საერთაშორისო ფრენები 14 ივნისამდე აკრძალა

387
BeFunky-collage (3)

გერმანიამ საერთაშორისო ფრენები 14 ივნისამდე აკრძალა. ინფორმაციას Deutsche Welle  ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგზაურები გააფრთხილა, რომ საზაფხულო არდადეგები ისე აღარ დაგეგმონ როგორც წინა წლებში.

ჰეიკო მაასი ვერ აკონკრეტებს, როდის იქნება მოგზაურობა შესაძლებელი ზაფხულის განმავლობაში. მინისტრის თქმით, საკითხი ფრთხილად უნდა გადაიხედოს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით.

„ჩვენ ჯერ იმ ეტაპზე არ ვართ, რომ მოგზაურობის რეკომენდაცია გავცეთ. აუცილებელია მოგზაურობის აკრძალვა ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს“- აცხადებს მინისტრი.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, გერმანიაში საერთაშორისო ფრენები 17 მარტს აკრძალა.

წინა დღესთან შედარებით, გერმანიაში მცირედით გაზრდილია როგორც კორონავირუსის მსხვერპლთა, ასევე ინფიცირებულების რაოდენობა. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 304 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსით 202 ადამიანი დაიღუპა.

გერმანიაში  ვირუსი უკვე 117 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები