LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ თურქეთს ტანკების მიწოდება შეუჩერა

44

ოფიციალურმა ბერლინმა ანკარას იარაღის ექსპორტი გაუყინა. გერმანული პრესის ცნობით, გადაწყვეტილება სირიის აფრინის რეგიონში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას უკავშირდება.  ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel Online-ი ავრცელებს. ეს შეთანხმება კანცლერ მერკელსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელს შორის შედგა. “ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ წინასწარ კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკებების შედეგებს და დაველოდებით ახალი კაბინეტის ფორმირებას“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეზღუდვა გერმანიაში ახალი მთავრობის ფორმირებამდე იმოქმედებს. ოფიციალურმა ბერლინმა თურქეთის შეიარაღებულ ძალებში შემავალი ტანკების მოდერნიზების პროგრამაც შეაჩერა.

ახალი სახმელეთო ოპერაცია სირიის ტერიტორიაზე ანკარამ 6 დღის წინ დაიწყო. თურქეთის არმიის ცნობით, იერიშების შედეგად მათ 300-მდე ქურთი მებრძოლი და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები