გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება.
ინფექციის შემთხვევები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, ერთ-ერთ ბაღში დაფიქსირდა.
როგორც გამოცემა წერს, ბაღში სულ 114 ბავშვი ირიცხება. 100 მათგანს კორონავირუსის ტესტი უკვე ჩაუტარეს.
ვირუსი ინფიცირებულ ბავშვებს მსუბუქ ფორმებში აქვთ და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ცნობისთვის, გერმანიაში ახალი კორონავირუსით საერთო ჯამში 79 ადამიანია დაინფიცირებული.
