საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ: ასაკი – 18-დან 60 წლამდე, სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი. სასურველია გერმანული, ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
გერმანულ მხარეს რაოდენობაზე ჩვენთვის შეზღუდვები არ დაუწესებია: გაიგეთ, რა შემთხვევაში წახვალთ იქ სამუშაოდ