LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

131
საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში

გერმანიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება.

BBC-ის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს და შესაბამისად, არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერი გახდება.

წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რომელსაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამეზე კი – ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტია, „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია.

ამასთან, იმ შემთხვევაშიც თუ მერცის „ქრისტიან-დემოკრატები“ არჩევნებში გაიმარჯვებენ, მთავრობის ფორმირებისთვის მათ ალიანსის დამყარება სულ მცირე ერთ პარტიასთან მოუწევთ.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 59,2 მილიონ გერმანელს აქვს. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება. მოგვიანებით კი, წინასწარი შედეგებიც გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g