LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში გამოჩნდა წყალბადის ავტობუსი, რომელიც ენერგიას ნაგვისგან იღებს

98
grmnbus

გერმანულ ქალაქ ვუპერტალში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები გამოჩნდა. საქალაქო ტრანსპორტი წყალბადზე მუშობს, რაც იმას ნიშნავს რომ არანაირი მავნე გამონაბოლქვი არ აქვს. რაც შეეხება თავად საწვავს, მას ენერგო– სადგური ნაგვის დაწვის შემდეგ იღებს.

დასაწყისისთვის ქალაქში 10 ეკოლოგიური ავტობუსი შემოიყვანეს და ისინი რამდენიმე მარშრუტის მიმართულებით იმოძრავებენ. მთავრობა გეგმავს, რომ მომავალ წელს ვუპერტალში წყალბადის ავტობუსების რაოდენობა მინიმუმ გააორმაგოს. საინტერესოა, რომ თითოეული ავტობუსი 75 მგზავრზეა გათვლილი.

სპეციალისტთა შეფასებით ნარჩენებისგან საწვავის მიმღები სადგური დიდი ხანია არსებობს, ისევე როგორც წყალბადის ავტობუსი, თუმცა ეს ორი პირველად გააერთიანეს. პროექტს მხარს ევროკავშირი უჭერს და გერმანიამ ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხაც გამოყო. თუკი წყალბადის ავტობუსი სანდო ტრანსპორტად გადაიქცევა და ადგილობრივების მოწონებასაც დაიმსახურებს, მაშინ ვუპერტალს სხვა ევროპული ქალაქებიც მიბაძავენ.

აღსანიშნავია, რომ წყალბადზე მომუშავე მატარებელი გერმანიაში 2018 წელს გამოჩნდა, ცოტა ხნის წინ კი მსგავსი ტრანსპორტი ნიდერლანდებშიც ამოძრავდა. წყალბადის მატარებლები ისეთ მარშრუტებზე დადიან, სადაც ელექტროგაყვანილობა არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალი „ბინძური“ საწვავის გამოყენებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g