LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი – ელჩი საქართველოს მოქალაქეების საკითხს ეხმაურება

94
BeFunky-collage

გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფის პირობებს გამოეხმაურა გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში. როგორც ის აცხადებს, პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს, მთავარია, ის მალე მოგვარდეს.

„ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა.

გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.

იცოდნენ თუ არა გერმანიაში სეზონურად დასაქმებულებმა რაზე აწერდნენ ხელს – პეტრიაშვილი განმარტავს

პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება“, – ამბობს კნირში, რომლის კომენტარსაც საელჩო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g