ამჟამად, შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება/შეთანხმება გაფორმებული და ძალაში შესული არის 4 პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ: ისრაელის სახელმწიფოსთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, საფრანგეთსა და ბულგარეთთან, – ამის შესახებ დასაქმების სააგენტოში აცხადებენ. მათ კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გერმანიაში სეზონურ, დროებით სამუშაოებზე დასაქმების მიზნით 2022 წელს საქართველოს 18 მოქალაქე გაემგზავრა. ჯამურად კი, ამ პროგრამის ამოქმედებიდან, ანუ 2021 წლის 14 აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, გერმანიაში დასაქმების მიზნით უკვე 308 პირი იმყოფებოდა.
„რაც შეეხება ისრაელთან დადებულ შეთანხმებას, ამჟამად შერჩევის პროცესში არის საქართველოს 60 მოქალაქის განაცხადი, რომელთა თაობაზე, ქართული მხარე ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მათი დასაქმების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება“, – აცხადებენ დასაქმების სააგენტოში.