LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში, ლტოლვილის სტატუსით ჩაბარებულმა ქართველმა მამაკაცმა თავი მოიკლა – Hilfe für Menschen

145

გერმანიის ქალაქ ბუირენში, ლტოლვილის სტატუსით ჩაბარებულმა, 41 წლის ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინციდენტი ასოციაცია “Hilfe für Menschen”-ის ინფორმაციით, ორშაბათს მოხდა.

გავრცელებული ცნობით, არსებობს სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სავალდებულო მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაევლო. თუმცა, ის დეპორტაციის ცენტრში ჰყავდათ დაკავებული და ერთ ადამიანზე გათვლილ საკანში იყო მოთავსებული.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაკავების ცენტრისთვის ცნობილი იყო. ასევე არსებობდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პიროვნების მგზავრობა მიზანშეწონილი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია ბუირენის დეპორტაციის ცენტრს არასათანადო მოპყრობის გამო, ადრეც აკრიტიკებდა და ერთ ადამიანზე გათვლილი კამერების გაუქმებას მოითხოვდა. არსებული ინფორმაციით, ცენტრში დაკავებული პირების მკაცრი კონტროლი ხორციელდება. ზედამხედველები საკანში მოთავსებულებს 15 წუთში ერთხელ ამოწმებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები