LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მატარებელი კიდევ უფრო პუნქტუალური ტრანსპორტი გახდება, მიზეზი ხელოვნური ინტელექტია

136
20230328121911_Leerer-Hbf-berlin-fuer-Streikblog-data_2

გერმანიაში გეგმავენ, რომ რკინიგზის სატრანსპორტო სისტემაში ხელოვნური ინტელექტი დანერგონ. სპეციალისტთა ვარაუდით, სიახლე დაგვიანებებს წელიწადში მინიმუმ 90 ათას წუთამდე შეამცირებს.

თანამედროვე ტექნოლოგია სხვადასხვა საგზაო სიტუაციის გადაჭრის გზებს რეალურ დროში მოძებნის. ეს დისპეტჩერებს დაეხმარებათ რომ მემანქანეებს დავალებები უფრო სწრაფად მისცენ და როცა ერთი მატარებელი გზას ბლოკავს, სხვა შემადგენლობებს გაჩერება აღარ მოუწევთ.

ექსპერიმენტის სახით ხელოვნური ინტელექტი უკვე დატესტეს შტუტგარტის, მიუნხენის და სხვა რამდენიმე რეგიონის რკინიგზაზე. ტექნოლოგიამ 58 ათას წუთამდე დაგვიანება აღკვეთა. ამჯერად სისტემა ბერლინში და მის შემოგარენში დაინერგება, მომავალი წლიდან კი სიას ჰამბურგიც დაემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g