LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მოძრაობას ელვის პრესლის სილუეტი დაარეგულირებს

წითელზე დგახართ, მწვანეზე ცეკვავთ – გერმანიის ქალაქ ფრიდბერგში ელვის პრესლის გამოსახულებიანი შუქნიშნები დადგეს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს.

შუქნიშნები ფეხით მოსიარულეებისთვის ელვის პრესლის სახელობის  მოედნის გარშემო განათავსეს.

წითელ შუქზე ფეხით მოსიარულეები ელვისის სილუეტს ხედავენ მიკროფონით, მწვანეზე კი მის საფირმო მოძრაობას.

იქ იმედოვნებენ, რომ ამ გზით ტურისტების მეტ რაოდენობას მიიზდავენ. ქალაქ ფრიდბერგში ამერიკული სამხედრო გარნიზონი მდებარეობს, სადაც ელვის პრესლი 1958 დან 1960 წლამდე სამხედრო სამსახურს იხდიდა. როკ ენ როლის მეფე 1977 წელს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები